mcenareTa samyaro - pirofituli wyalmcenareebi
Домен: | Эукариоты |
Группа: | SAR |
Надтип: | Альвеоляты |
Тип: | Динофлагелляты |
სამეცნიერო სახელწოდება | Dinoflagellata |
პიროფიტული წყალმცენარეები - (ინგ. Dinoflagellate) (რუს. Динофлагелляты)
უმდაბლეს მცენარეთა განყოფილება. ძირითადად მოძრავი, ზოგჯერ უძრავი, ერთუჯრედიანი, კოლონიური, იშვიათად ძაფნაირი ორგანიზმებია. ნაწილი უჯრედებისა შიშველია, ზოგჯერ დაფარულია მრავალკუთხიანი ფარებისაგან შემდგარი ორნაწილიანი ჯავშნიანი გარსით. პიროფიტული წყალმცენარეებს აქვთ 1 ან 2 შოლტი. ქრომატოფორები შეიცავს a და c ქლოროფილს და მოყავისფრო პიგმენტებს. პიროფიტული წყალმცენარეები ავტოტროფული და ჰეტეროტროფული ორგანიზმებია; სამარაგო პროდუქტია სახამებელი, იშვიათად ზეთი. ზოგიერთ აქვს მფეთქავი ვაკუოლი და თვალაკი. გამრავლება ხდება დაყოფით, ზოოსპორებით, აპლანოსპორებით. სქესობრივი პროცესი იშვიათია. პიროფიტული წყალმცენარეები ცხოვრობენ მტკნარ წყალში და ზღვაში. იწვევენ წყლის „აყვავებას“.